საქართველოს მთავრობის 2022 წლის 20 აპრილის
#212 დადგენილებით, სასოფლო-სამეურნეო
დანიშნულების
მიწის
ნაკვეთების
მესაკუთრეთა
ხელშეწყობის პროგრამა იწყება. პროგრამის
მიზანია, სასოფლო - სამეურნეო პროდუქციის პირველადი წარმოების ხელშეწყობა, სსიპ საჯარო
რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრირებული სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის
ნაკვეთების მესაკუთრეების სტიმულირების გზით.
პროგრამის ბენეფიციარები იქნებიან - საქართველოს მოქალაქე ფიზიკური ან/და საქართველოს კანონის შესაბამისად რეგისტირებული იურიდიული პირები (გარდა სახელმწიფო/მუნიციპალური/აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის და მათთან აფილირებული პირებისა, ასევე საფინანსო ორგანიზაციებისა), რომელთაც დადგენილების ამოქმედების თარიღისათვის საკუთრებაში ან თანასაკუთრებაში გააჩნიათ ჯამური ფართი არანაკლებ 0.25 ჰა და არაუმეტეს - 1.25 ჰა, ან/და არაუგვიანეს 2022 წლის 30 ივნისის ჩათვლით, განახორციელონ მიწის ნაკვეთ(ებ)ის პირველადი რეგისტრაცია ან ინფორმაციის იმ სახით დაზუსტება, რომლითაც იდენტიფიცირებადი გახდება, აკმაყოფილებს თუ არა პირი პროგრამის პოტენციური ბენეფიციარის შერჩევის კრიტერიუმებს. სუბსიდიის მოცულობა განისაზღვრულია 300 ლარით/ქულით ყოველ 1 ჰა მიწის ნაკვეთზე გადაანგარიშებით.
აღსანიშნავია
ასევე, რომ იმ შემთხვევაში თუ ბენეფიციარ(ებ)ს მიწის ნაკვეთები გააჩნია, როგორც საკუთრებაში ასევე თანასაკუთრებაში, სუბსიდიის თანხის დაანგარიშებისას
არ
იქნება
გათვალისწინებული
საკუთრებაში
და
თანასაკუთრებაში
არსებული
მიწის
ნაკვეთების
ფართობების
ჯამი
და
ასეთი
ბენეფიციარები
სუბსიდიის
თანხას
მიიღებენ
ცალ
- ცალკე.
თანასაკუთრებაში
არსებული
მიწის
ნაკვეთ(ებ)ის შემთხვევაში,
სუბსიდია
გაიცემა
ერთ-ერთ თანამესაკუთრეზე, რომელიც ბანკში წარადგენს
საქართველოს
კანონმდებლობის
შესაბამისად
ნოტარიულად
დამოწმებულ
თანხმობის
დოკუმენტს,
რითაც
დასტურდება
მისი
უფლებამოსილება,
თანამესაკუთრეების
სახელით
მიიღოს
და
განკარგოს
პროგრამით
გათვალისწინებული
სუბსიდია
ან
ყველა
თანამესაკუთრის
მიერ
ხელმოწერილ
თანხმობის
დოკუმენტს,
რომლის
შინაარსისა
და
ხელმოწერების
ნამდვილობაზეც
პასუხისმგებელი
იქნება
დოკუმენტის
წარმდგენი
თანამესაკუთრე
და
რითაც
დასტურდება
მისი
უფლებამოსილება,
თანამესაკუთრეების
სახელით
მიიღოს
და
განკარგოს
პროგრამით
გათვალისწინებული სუბსიდია.
პროგრამაში
ჩართულ
ბენეფიციარებზე
სუბსიდიის
გაცემა
მოხდება
სპეციალურ
აგრობარათზე ან/და უკვე არსებულ ანგარიშ(ებ)ზე/გადაცემულ ბარათ(ებ)ზე შესაბამისი ქულების დარიცხვით. ბენეფიციარების აგრო-ბარათებით
უზრუნველყოფას
მოახდენს
სს
„ლიბერთი
ბანკი“.
ბენეფიციარს
შესაძლებლობა
ექნება
ბარათზე
დარიცხული
ქულები
გამოიყენოს
სასოფლო-სამეურნეო
საქმიანობის
განხორციელებისთვის
საჭირო
საქონლის
შესასყიდად იმ სარეალიზაციო ობიექტებში, რომელთაც
მინიჭებული
აქვთ/მიენიჭებათ
უვადო
აღიარება
,,იმ
ბიზნესოპერატორის
აღიარების
წესი,
რომლის
საქმიანობა
დაკავშირებულია
მცენარეთა
დაცვის
სფეროსთან“
საქართველოს
მთავრობის
2018 წლის
13 დეკემბრის
N590 დადგენილების
საფუძველზე.
პროგრამის
ბენეფიციარი
ვალდებულია
დარეგისტრირდეს
„ფერმათა/ფერმერთა
რეგისტრაციის
პროექტის“
ფარგლებში
წარმოებულ
რეესტრში,
რომელიც
შესაძლებელია განხორციელდეს სს ლიბერთი ბანკში აგრო-ბარათის მიღებისას ან ა(ა)იპ სოფლის
განვითარების სააგენტოს ცხელ ხაზზე 1501-ზე დარეკვითაც.
ბარათ(ებ)ზე დარიცხული
ქულების
ან/
და
თანხის
გამოყენების
ბოლო
ვადაა
2022 წლის
30 ნოემბერი.
მოქალაქეებს
კონსულტაციისათვის შეუძლიათ მიმართონ ა(ა)იპ სოფლის განვითარების სააგენტოს - ხობის
საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრს.
მის:
ქ. ხობი, ცოტნე დადიანის ქ. #189, ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციული შენობა,
ოთახი #302 ან დარეკონ ტელეფონის ნომრებზე: 595858393,595858320, 595858322.
ა(ა)იპ
სოფლის განვითარების სააგენტოს - ხობის საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის წამყვანი
სპეციალისტი.