სოფლის კრებები დასრულდა

 

🔵ხობის მუნიციპალიტეტის სოფლებში დასახლების კრებები და მოსახლეობასთან კონსულტაცია დასრულდა.

🔹მუნიციპალიტეტის სოფლებში რეგისტრირებულმა მოსახლეობამ ხმათა უმრავლესობით დასახლებისათვის პრიორიტეტულ პროექტებს დაუჭირა მხარი.

🔹ხობის მუნიციპალიტეტის 35 სოფელში ჩატარდა დასახლების კრების სხდომა, ხოლო 21 სოფელში გაიმართა მოსახლეობასთან საჯარო კონსულტაცია.

🔹საქართველოს მთავრობამ ხობის მუნიციპალიტეტს საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ განსახორციელებლად 784 ათასი ლარი გამოუყო.

 🔹დასახლების საერთო კრება არის ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმა, რომელიც უზრუნველყოფს შესაბამის დასახლებაში რეგისტრირებული ამომრჩევლის მუნიციპალიტეტისათვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვისა და გადაწყვეტის პროცესებში ქმედით ჩართულობას.