უკრაინის მხარდამჭერი აქცია

 


🇺🇦 2 მარტს, ხობში, კულტურის სახლის მიმდებარედ, გაიმართა.
🇺🇦 კვლავ გამოვდივართ ღია მხარდაჭერით მოძმე უკრაინის მიმართ! დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომელიც ჩვენ გვერდით იდგა. განსაკუთრებული მადლობა პატარებს, რომლებიც იაზრებენ ომის სისასტიკეს და თანადგომას უცხადებენ მათ თანატოლებს უკრაინაში.
💙 აქციაზე ხობელები სიტყვით გამოვიდნენ და ჩვენი პატარა ქალაქიდან გამოხატეს მათი მხარდაჭერა და სოლიდარობა დამეგობრებული უკრაინული ქალაქის - გოროხოვოსა და სრულიად უკრაინისადმი.
💛 სიტყვით გამოსვლის შემდგომ, აქციის მონაწილეებმა მოაწყვეს მსვლელობა 9 აპრილს დაღუპულ გმირთა მემორიალისკენ, სადაც გაიხსენეს 9 აპრილის ტრაგედია და პატივი მიაგეს დაღუპულ გმირთა ხსოვნას.
🇺🇦 მშვიდობას გისურვებთ! დიდება უკრაინას! დიდება გმირებს!