სურსათის ეროვნული სააგენტოს კვლევის შედეგები ხობის მუნიციპალიტეტიდან მსხვილფეხა საქონლის დაცემასთან დაკავშირებით

M.A.P მოძრაობა ბრაკონიერობის წინააღმდეგ მიერ გაკეთებული შეტყობინების შედეგად, ხობის მუნიციპალიტეტში მსხვილფეხა საქონლის გახშირებული დაცემის ფაქტზე სურსათის ეროვნული სააგენტო / National Food Agency ჩაატარა მოკვლევა. გთავაზობთ სააგენტოს განცხადებას უცვლელად.

📌 ხობის მუნიციპალიტეტიდან მსხვილფეხა საქონლის დაცემასთან დაკავშირებით მიღებულ შეტყობინებაზე სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარებმა განახორციელეს მყისიერი რეაგირება.
🔬 ადგილზე ჩატარდა მოკვლევა და აღებული ნიმუშების ლაბორატორიული კვლევის შედეგად, ინფექციური დაავადებები არ გამოვლინდა.
‼️⚠️ სააგენტო რეკომენდაციას აძლევს ფერმერებს დაიცვან ცხოველთა სადგომებში ზოგადი ვეტერინარული მოთხოვნები, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში, ცხოველები უზრუნველყონ შესაბამისი კვებითი ღირებულების მქონე საკვებით.