საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულებისა და მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ჩართულობით, მთელი საქართველოს მასშტაბით, უკრაინელი ხალხის დასახმარებლად შეგროვილი ტვირთი უკრაინაში ხვალ გაიგზავნება. ხობის მუნიციპალიტეტიდან, ჰუმანიტარული დახმარების პირველი ტვირთი უკრაინაში გასაგზავნად მზად არის. უკრაინელი ხალხის დასახმარებლად მიმდინარე ჰუმანიტარულ აქციაში საჯარო მოხელეებმა, მოქალაქეებმა და ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.