

უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო, მოძმე უკრაინელი ხალხის დასახმარებლად, ხობის მუნიციპალიტეტი ჰუმანიტარული დახმარების გაწევას იწყებს.


აქცია კოორდინირებულად ხორციელდება სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასთან და მეზობელ მუნიციპალიტეტებთან ერთად.


მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი სახსრები გათვალისწინებული იქნება უკრაინელი ხალხისთვის პირველადი მოხმარების აუცილებელი სამედიცინო ნივთების შესაძენად.


ხობის მუნიციპალიტეტი აქციაში ჩართვისკენ მოუწოდებს სამოქალაქო საზოგადოებას, ბიზნეს სექტორს, შეძლებისდაგვარად - მუნიციპალიტეტის მოსახლეობას. ჰუმანიტარული ტვირთის ტრანსპორტირება უკრაინის შესაბამის ოლქებსა და ქალაქებში უზრუნველყოფილი იქნება საქართველოს მთავრობის დახმარებით.

აქციაში ჩართვის მსურველებმა დამატებითი ინფორმაციისთვის უნდა დარეკონ: 599856099 ჰუმანიტარული ტვირთების მიმღები პუნქტი იფუნქციონირებს ქ. ხობის კულტურის სახლში (მისამართი: ქ. ხობი, ცოტნე დადიანის ქ. №187).
https://www.facebook.com/photo?fbid=321555866669673&set=a.292493386242588