ინფორმაცია საპროექტო წინადადების მიღებასთან დაკავშირებით

 

ხობის მუნიციპალიტეტის დასახლებებში საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით გაიმართება დასახლებების საერთო კრებები და ამომრჩევლებთან კონსულტაციები.

ხობის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოქალაქეებისგან საპროექტო წინადადებების მიღება იწარმოებს (ხობის მუნიციპალიტეტის მერიის კანცელარია, მისამართი: ქალაქი ხობი, ცოტნე დადიანის ქუჩა N189 და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები) 09:00 საათიდან 18:00 საათამდე ყოველდღე, გარდა დასვენების ან უქმე დღეებისა. საპროექტო წინადადებების მიღება შეწყდება შესაბამის დასახლებაში დასახლების საერთო კრების ან მოსახლეობასთან კონსულტაციის გამართვის თარიღამდე სამი დღით ადრე.

დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ წარმოადგინონ საპროექტო წინადადებები შემდეგი მიმართულებით:

სასმელი წყლის სისტემები (მათშორის: ჭაბურღილები, წყალსადენები, სათავე ნაგებობები, გამწმენდი ნაგებობები, ჭა და ა.შ.); სარწყავი სისტემები; სანიაღვრე არხები; ნაპირსამაგრი სამუშაოები; გზები და გზისპირა მოსაცდელები; ხიდები, ცხაურები, ხიდბოგირები, გადასასვლელები; გარე განათება; სკოლების მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა; სკოლამდელი დაწესებულებები და შესაბამისი ინვენტარი; ამბულატორიის შენობები; სასაფლაოების შემოღობვა და კეთილმოწყობა; სპორტული ინფრასტრუქტურა, მოედნები და მოედნების ინვენტარი; სკვერები, მათ შორის, საბავშვო სკვერები, შესაბამისი ინვენტარით, აგრეთვე სარეკრეაციო სივრცეები და სველი წერტილები, შესაბამისი ინვენტარით; წისქვილების რეაბილიტაცია და შესაბამისი ინვენტარი; მინიჰესები და შესაბამისი რეაბილიტაცია/აღდგენა.

საპროექტო წინადადების ფორმა http://www.khobi.ge/files/files/kreba/danarti%202.JPG

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ გრაფიკი

ხობის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების საკონტაქტო ინფორმაცია