დათა ხურცილავას ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი

 

16 თებერვალს, დათა ხურცილავას სახელობის სტადიონზე, აგვისტოს ომის დროს დაღუპული რეზერვისტის, დათა ხურცილავას სახელობის პირველობის ფინალური მატჩები გაიმართა.

ტურნირის გამარჯვებული ქალაქ ხობის გუნდი გახდა, მეორე ადგილი ნოჯიხევმა დაიკავა, ხოლო მესამე ადგილზე გურიფულის ადმინისტრაციული ერთეულის გუნდი გავიდა.

მემორიალურ ტურნირს თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ხობის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, რევაზ ზაქარაია და მერის მოადგილე, დავით ბერაია ესწრებოდნენ.

საფეხბურთო პირველობა, ხობის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბ „კოლხეთის“ ორგანიზებით ჩატარდა.