დღეს, დათა
ხურცილავას სახელობის სტადიონზე სტარტი აიღო აგვისტოს ომის დროს დაღუპული რეზერვისტის, დათა ხურცილავას
სახელობის თასის გათამაშებამ მინი ფეხბურთში.
სპორტულ ღონისძიებას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან
ერთად, ხობის
მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე დავით ბერაია ესწრებოდა.
საფეხბურთო
ტურნირის ფინალური მატჩები 16 თებერვალს დათა ხურცილავას
სახელობის სტადიონზე გაიმართება.
სპორტული
შეჯიბრება ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერითა და ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის
საფეხბურთო კლუბ „კოლხეთის“ ორგანიზებით ხორციელდება.