ხობის მუნიციპალიტეტის მერის მხარდაჭერა უკრაინელ ხალხს

https://www.facebook.com/photo?fbid=154312206960973&set=a.144817997910394

რამდენიმე დღეა სუნთქვაშეკრული ვადევნებთ თვალს უკრაინაში მიმდინარე უმძიმეს მოვლენებს. არსებული ვითარება საფრთხეს უქმნის არამხოლოდ უკრაინის სუვერენიტეტსა და მშვიდობიანი მოქალაქეების უსაფრთხოებას, არამედ ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს.

მინდა, სრული მხარდაჭერა გამოვუცხადო ჩვენს მეგობარ ერს ამ განსაკუთრებით რთულ ვითარებაში, მჯერა, რომ უკრაინელი ხალხის თავდადებითა და საერთაშორისო თანამეგობრობის თანადგომით სამართლიანობა აუცილებლად აღდგება.