ხობის მუნიციპალიტეტის მერიის სააქტო დარბაზში, მერის მოადგილემ დავით ბერაიამ სამსახურის უფროსებთან და ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელებთან შეხვედრა გამართა
ხობის მუნიციპალიტეტის მერიის სააქტო დარბაზში, მერის მოადგილემ დავით ბერაიამ სამსახურის უფროსებთან და ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელებთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრის თემა - ,,სოციალურად დაუცველი შრომისუნარიანი პირების ჩართვა საზოგადოებრივ სამუშაოებში".
საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ხელშეწყობის მიზანია სოციალურად დაუცველი შრომისუნარიანი პირების საზოგადოებრივ სამუშაოებში ჩართვა, რათა მოხდეს მათი წახალისება და მოტივაციის ამაღლება - გახდნენ აქტიური სამუშაო ძალა და ინტეგრირდნენ შრომის ბაზარზე.
შეხვედრას, რომელიც კითხვა პასუხის რეჟიმში გაიმართა, მერის მოადგილე რევაზ ზაქარაია ესწრებოდა.