მიტროპოლიტმა გრიგოლმა და ხობის მუნიციპალიტეტის მერმა ახალ აშენებული ტაძარი მოინახულეს

 

დღეს, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მაღალყოვლადუსამღვდელოესმა გრიგოლმა და ხობის მუნიციპალიტეტის მერმა, ბატონმა დავით ბუკიამ მოინახულეს სოფელ ძველ ხიბულაში ახალ აშენებული ტაძარი, სადაც ამჟამად მიმდინარეობს მზადება ტაძრის კურთხევისთვის (ხდება ტაძრის აღჭურვა საჭირო საეკლესიო ინვენტარით. ამავდროულად დასრულების ფაზაშია კომპლექსთან მისასვლელი გზის სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები.

მართალი ლაზარეს აღდგინების სახელობის ტაძრის კურთხევა იგეგმება უახლოეს მომავალში (მიმდინარე წლის გაზაფხულზე).

ფოთისა და ხობის ეპარქიის სამდივნო.

22 თებერვალი, 2022 წელი

  https://www.facebook.com/1565175510387773/posts/3086077134964262/

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლი და ხობის მუნიციპალიტეტის მერი, დავით ბუკია, ხობის მუნიციპალიტეტის ძველი ხიბულის ადმინისტრაციულ ერთეულში, ფონდ "ქართუს" დაფინანსებით აშენებულ, წმინდა ლაზარეს აღდგინების სახელობის ტაძარში  იმყოფებოდნენ, სადაც ტაძრის კურთხევისთვის მზადება მიმდინარეობს. Მართალი ლაზარეს სახელობის ეკლესიის კურთხევა მიმდინარე წლის გაზაფხულზე იგეგმება.





































ფოტო და ვიდეოს ავტორი ირაკლი შონია