ხობის მუნიციპალიტეტში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. შემთხვევა სოფელ ბიაში ცოტა ხნის წინ მოხდა. ერთმანეთს მიკროავტობუსი და სატვირთო ავტომობილი შეეჯახა. შედეგად მიკროავტობუსის მგზავრი, ახალგაზრდა ქალი ადგილზე გარდაიცვალა, ერთი პირი კი დაშავდა.
დაშავებული სხვადასხვა სახის დაზიანებებით სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების ინფორმაციით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
https://primetime.ge/news/shemtxveva/mikroavtobusis-mgzavri-akhalgazrda-qali-adgilze-daighupa-shemtkhveva-khonis-munitsipalitetshi-mokhda