შავღელეში ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახს მერია დახმარებას გაუწევს

 

    ხობის მუნიციპალიტეტის შავღელეს ადმინისტრაციულ ერთეულში ხანძრის შედეგად დაზარალებულ დარჩიძეების ოჯახს ხობის მუნიციპალიტეტის მერია ფინანსურ დახმარებას გაუწევს. 

    შემთხვევის ადგილზე ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი აკაკი ხურცილავა იმყოფებოდნენ. მერის განცხადებით დაზარალებულ ოჯახს მერია მუნიციპალური პროგრამით განსაზღვრულ თანხას გამოუყოფს.
    ადგილზე მობილიზებული იყო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ბრიგადები.  შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.