ევროკომისიის 2021 წლის 22 დეკემბრის EU 2022/34 რეგულაციით, საქართველო იმ ქვეყნების ნუსხას დაემატა, საიდანაც ევროკავშირის ბაზარზე ლოკოკინების ექსპორტი დაშვებულია.
სახელმწიფოს
ფინანსური მხარდაჭერით, 2017 წელს, ხობის მუნიციპალიტეტის ახალი ხიბულის
ადმინისტრაციულ ერთეულში ლოკოკინების ფერმა „ნადი გრუპი“ აშენდა. ფერმის ასაშენებლად, ჯამურად, 1 860 000 ლარის ინვესტიცია
განხორციელდა, საიდანაც 1 260 000 ლარი ბენეფიციარმა შეღავათიანი აგროკრედიტით მიიღო.
კომპანია
„ნადი გრუპი“, მიმდინარე წლის აგვისტოსთვის როგორც ცოცხალი, ასევე გადამუშავებული ლოკოკინის
გატანას ევროკავშირის ქვეყნებში გეგმავს.
ლოკოკინების ფერმა
„ნადი გრუპი“ დღეისთვის 14 ჰა-ზე განთავსებულ მეურნეობას მართავს და წლიურად 60-70
ტონა პროდუქტს აწარმოებს.
აღნიშნული
გადაწყვეტილების მიღებას წინ უძღოდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა
და სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების მიზნით
გატარებული ღონისძიებები, რომლებიც ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის
შესახებ შეთანხმების (DCFTA) ფარგლებში მომზადდა.