უმძიმესი ტრაგედია, რომელსაც მთელი ოჯახი ემსხვერპლა - გარდაცვლილი ცოლ-ქმარი და მათი სამი შვილი ხობიდან იყვნენ

 გლდანში, სავარაუდოდ, ნამწვი აირის ინტოქსიკაციის შედეგად, 5 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის გარდაცვლილია 3 მცირეწლოვანი და ორი მოზრდილი.
შემთხვევა გლდანის 2 მ/რ-ის, 47ა კორპუსში მოხდა.
არსებული ინფორმაციით, დაღუპულები ერთი ოჯახის წევრები - დედ-მამა და სამი არასრულწლოვანია.
გარ­დაც­ვლი­ლე­ბი არი­ან 32 ირაკ­ლი შა­ნი­ძე, მისი მე­უღ­ლე, ასე­ვე 32 წლის რუ­სუ­დან ზა­ა­ლიშ­ვი­ლი და და მათი შვი­ლე­ბი - 6 წლის მა­რი­ამი, 5 წლის და­რე­ჯანი და 12 წლის და­ვით ზა­ა­ლიშ­ვი­ლი.
ისინი წარმოშობით ხობის მუნიციპალიტეტ სოფელ შუა ქვალონის მკვიდრნი არიან. 32 წლის ირაკლი შანიძე, მეუღლესთან და შვილებთან ერთად თბილისში ქირით ცხოვრობდა. ამ კონკრეტულ ბინაში კი ოჯახი 3 დღის გადმოსულები იყვნენ.

მომხდარ ფაქტზე, შსს-მ გამოძიება 240-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც ორი ან მეტი პირის გარდაცვალება მოჰყვა.

https://primetime.ge/news/sazogadoeb/umdzimesi-tragedia-romelsats-mteli-ojakhi-emskhverpla-gardatsvlili-tsol-qmari-da-mati-sami-shvili-khobidan-iyvnen