გოგა ბუკიას წარმატებული დებიუტი

 დღეს ჩვენი აკადემიის წევრ გოგა ბუკიას დებიუტი ჰქონდა ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის ჯგუფური ეტაპის მატჩში "ცხუმ-აფხაზეთის" რიგებში და მან 13 წუთი ითამაშა, გუნდმა კი გამარჯვება მოიპოვა

🏀 გოგა ზაზა ფაჩულიას აკადემიაში 2019 წლიდან ირიცხება და ჯერ მხოლოდ 15 წლისაა, საქართველოს უმაღლესი ლიგის გუნდში თამაში კი მის ასაკში დიდი წარმატებაა
🟦 ქორქია-საკანდელიძის მემორიალზე აგრეთვე ა ლიგის გუნდ "მგზავრების" შემადგენლობაში ითამაშეს ჩვენი აკადემიის წევრებმა : სანდრო ფირცხალავამ, გიორგი ბერუაშვილმა, ვაჩე გეგეშიძემ, შოთიკო მაჭავარიანმა და ილია ჭავჭანიძემ
💙 ზაზა ფაჩულიას აკადემია ულოცავს დებიუტს და წარმატებებს უსურვებს ბიჭებს