გლდანში, CO-ს ინტოქსიკაციის შედეგად დაღუპულ შანიძეების ოჯახს, კიდევ ერთი შვილი ჰყავდათ გარდაცვლილი. ინფორმაცია"პრაიმტაიმს" ოჯახის ახლობელმა მიაწოდა.
"ირაკლის დაახლოებით 2 წლის წინ გარდაეცვალა ბიჭი, გაცივდა ბავშვი და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. სოფელშია, შუა ქვალონში დასაფლავებული. ირაკლი ძალიან კარგი ადამიანი იყო, მშრომელი, ოჯახის სარჩენად პერიოდულად სხვადასხვა მშენებლობებზე მუშაობდა თბილისში", - გვითხრა ოჯახის ახლობელმა.
ამავე ცნობით, ირაკლის ჰყავს მამა სოფელ ქვალონში და ერთი ძმა, რომელიც თბილისშია.
"ყველანი შოკირებულები ვართ იმ ტრაგედიით, რის შესახებაც გუშინ გაიგო მთელმა საქართველომ. მარადიულ საუფლოში გადაინაცვლა ძალიან ლამაზმა ქართულმა ოჯახმა, პატიოსანმა და მშრომელმა ახალგაზრდა დედ-მამამ, მათმა ულამაზესმა და უსაყვარლესმა პატარა ანგელოზებმა, იქ მათ კიდევ ერთი პატარა ძამიკოს სული ელოდებათ და ამიერიდან ერთად იქნებიან ზეციურ საუფლოში.
ცნობისთვის, ხობის მუნიციპალიტეტ სოფელ შუა ქვალონის მკვიდრი ირაკლი შანიძე, მეუღლესთან და შვილებთან ერთად თბილისში ქირით ცხოვრობდა. ამ კონკრეტულ ბინაში კი ოჯახი 3 დღის გადმოსული იყო.
https://www.primetime.ge/news/sazogadoeb/shanidzeebis-ojakhis-kidev-erti-tragedia-mat-3-tslamde-bichi-2-tslis-tsin-gardaetsvalat?fbclid=IwAR3-8YmJh_0LFYzCsCaR1Ls4YLvljT6zmGINDmG_1e55oDIore-CYUTd47w