მინსკში გამართულ კალათბურთის საერთაშორისო ტურნირში გოგიტა ბუკიას საუკეთესო თავმდამსხმელის პრიზი გადაეცა
საქართველოს U-16 ნაკრები მინსკში მიმდინარე მემორიალურ ტურნირზე ასპარეზობს
საქართველოს ნაკრებმა გუშინ თანატოლ ბელარუსთა მეორე ნაკრებს სძლია, დღეს კი 2 წლით უფროსი აზერბაიჯანელების ნაკრები დაამარცხეს
ნაკრების შემადგენლობაში, "ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემიის" 4 მოთამაშეა: სანდრო დაუშვილი, გუკა ცხადაძე, ლუკა მუჯირიშვილი, გოგა ბუკია. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ წარმოშობით ხობელი გოგიტა ბუკია ტურნირის საუკეთესო თავმდამსხმელის პრიზით დაჯილდოვდა.
დარწმუნებული ვართ, რომ წინ კიდევ უფრო ბევრი გამარჯვება აქვთ