ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

 

29 დეკემბერს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა საკრებულოს მორიგი სხდომა, რომელსაც უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე. სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოსა და მერიის ხელმძღვანელი პირები. საკრებულოს სხდომაზე დამტკიცდა მუნიციპალიტეტის მთავარი ფინანსური დოკუმენტი ხობის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი, რომლითაც შემოსავლები განისაზღვრა 13,121.800 ლარით, ხარჯი - 11069.000 ლარი, შემოსულობები 13682.500 ლარი, აქედან: გადასახდელები 13,682,500 ლარი, გრანტი - 2.235.000 ლარი, აქედან მიზნობრივი ტრანსფერი 235 ათასი ლარი.

საკრებულოს სხდომაზე მოწონებულ იქნა წინადადებები მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 2022 წლისთვის განსახორციელებელ სამუშაოებთან დაკავშირებით: ა) საჯიჯაოს ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ გაღმა საჯიჯაოში ცენტრიდან მდინარე ხობისწყლის ხიდამდე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები; ბ) ქ. ხობში N3 სასაფლაოსთან მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები; გ) ხეთის ადმინისტრაციულ ერთეულში პაპანწყვირეს ტბასთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია.
2022 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში უმთავრეს პრიორიტეტად მიჩნეულია სოციალური სფერო, ჯანდაცვის, განათლებისა და სკოლამდელი აღზრდის მიმართულებით და სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც მომავალი წლისთვის დაგეგმილია მუნიციპალიტეტის მასშტაბით. სხდომაზე ასევე დამტკიცდა ხობის მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველი და ეკონომიკურად შეჭირვებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ხელშეწყობის 2022 წლის მუნიციპალური პროგრამა, რომლის ბიუჯეტი განისაზღვრა 567 700 ლარით. პროგრამის ფარგლებში ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდება ყველა ის პროგრამა რაც გათვალისწინებული იყო 2021 წელს. 2021 წლისგან განსხვავებით, პროგრამაში შევიდა გარკვეული ცვლილებები კერძოდ:
ა) უმწეოთა სასადილოს ბენეფიციართა რაოდენობა განისაზღვრა 150 ბენეფიციარის ოდენობით ნაცვლად 135-სა და შესაბამისად აღნიშნული მუხლის ბიუჯეტი განისაზღვრა 100000 ლარის ოდენობით ნაცვლად 87000 ლარისა.

ბ) მრავალშვილიანთა ოჯახების ერთჯერადი დახმარების ოდენობა განისაზღვრა 250 ლარის ოდენობით, ნაცვლად 200 ლარისა და შესაბამისად აღნიშნული მუხლის ბიუჯეტი განისაზღვრა 24000 ლარის ოდენობით ნაცვლად 16000 ლარისა.
გ) ახალშობილთა ოჯახების დახმარება მე-3 და მე-4 შვილზე განისაზღვრა 300 ლარის ოდენობით, ნაცვლად მე-3 და მე-5 შვილისა და მე-5 და ზემოთ 500 ლარი, ნაცვლად მე-6 და ზემოთ 600 ლარისა.
დ) დიალიზზე მყოფ მოქალაქეთა ყოველთვიური ფულადი დახმარების ოდენობა განისაზღვრა 27 000 ლარის ოდენობით ნაცვლად 28800 ლარისა. (ცვლილება გამოიწვია ბოლო სამი წლის დინამიკიდან გამომდინარე ბენეფიციართა რაოდენობის შემცირებამ).
ე) დევნილის დაკრძალვის ხარჯების ოდენობა განისაზღვრა 250 ლარის ოდენობით, ნაცვლად 200 ლარისა და შესაბამისად აღნიშნული მუხლის ბიუჯეტი განისაზღვრა 4500 ლარის ოდენობით ნაცვლად 3000 ლარისა.
ვ) დახმარება ჩერნობილის კატასტროფის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილეთათვის განისაზღვრა 1950 ლარის ოდენობით ნაცვლად 2100 ლარისა. (ცვლილება გამოიწვია ბენეფიციართა რაოდენობის შემცირებამ).
ზ) სოციალურად დაუცველი ოჯახების (რომლებიც რეგისტრირებული არიან მონაცემთა ერთიან ბაზაში, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 120 000 ქულას და რომელთა სახლები საჭიროებს სრულ ან ნაწილობრივ გადახურვას) სახურავის და გადასახურად საჭირო სხვა მასალის ასევე ავარიულ მდგომარეობაში მყოფი სახლის გასამაგრებლად, ცემენტის და ბლოკის შეძენის დახმარების ბიუჯეტი განისაზღვარა 80000 ლარის ოდენობით ნაცვლად 40000 ლარისა,(ცვლილება გამოიწვია წინა წლის მომართვიანობის დინამიკამ).
თ) 8 აგვისტოს ომის დროს დაღუპულთა ოჯახების ერთჯერადი დახმარების ოდენობა განისაზღვრა 250 ლარის ოდენობით, ნაცვლად 200 ლარისა და შესაბამისად აღნიშნული მუხლის ბიუჯეტი განისაზღვრა 1750 ლარის ოდენობით ნაცვლად 1800 ლარისა. (ცვლილება გამოიწვია ბენეფიციართა რაოდენობის შემცირებამ).
ი) აფხაზეთის ომში დაღუპულთა ოჯახების ერთჯერადი დახმარების ოდენობა განისაზღვრა 250 ლარის ოდენობით, ნაცვლად 200 ლარისა და შესაბამისად აღნიშნული მუხლის ბიუჯეტი განისაზღვრა 2500 ლარის ოდენობით ნაცვლად 3400 ლარისა. (ცვლილება გამოიწვია ბენეფიციართა რაოდენობის შემცირებამ).
კ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ომის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების შედეგად შშმპ-თა ერთჯერადი დახმარების ოდენობა განისაზღვრა 250 ლარის ოდენობით, ნაცვლად 200 ლარისა და შესაბამისად აღნიშნული მუხლის ბიუჯეტი განისაზღვრა 1750 ლარის ოდენობით ნაცვლად 1400 ლარისა.
ლ) ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის მქონე პირთა ერთჯერადი დახმარების ოდენობა განისაზღვრა 7500 ლარის ოდენობით ნაცვლად 4500 ლარისა. (ოჯახში ძალადობის სტატისტიკის გაზრდის შედეგად).
მ) შშმ პირთა და ონკოლოგიურ დაავადებაზე საეჭვო პაციენტთა მაღალტექნოლოგიური გამოკვლევების (კორონაროგრაფია, კომპიუტერული ტომოგრაფია, მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია, ბიოფსია) დაფინანსებაის ოდენობა განისაზღვრა 15150 ლარის ოდენობით ნაცვლად 18000 ლარისა.
საკრებულოს გადაწყვეტილებით, შესაბამის სამთავრობო კომისიასთან შეთანხმების საფუძველზე ქალაქ ხობის ცენტრალურ სტადიონს მიენიჭა ცნობილი ფეხბურთელის, მწვრთნელის და საფეხბურთო კლუბ „კოლხეთის“ ყოფილი თავკაცისა და პრეზიდენტის პაატა თათარიშვილის სახელი.
ამ და დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვა საკითხების განხილვის შემდეგ საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან ქავთარაძემ დამსწრე საზოგადოებას მიულოცა დამდეგი შობა-ახალი წელი და წარმატებები უსურვა მათ, როგორც პირად ასევე საზოგადოებრივ საქმიანობაში. 2021 წლის საკრებულოს ბოლო სხდომა დახურულად გამოცხადდა.