ბაღების აღსაზრდელებმა საახალწლო საჩუქარი მიიღეს

 

🔷ხობის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების აღსაზრდელებს საახალწლო ნობათი გადაეცათ. 

🔷ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით შეძენილი ტკბილეული მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების 1000 აღსაზრდელს გადაეცა.

🔷ბაღებში ნობათის გაცემის პროცესში ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, დავით ბერაიამ და საკრებულოს განათლების, კულტურისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, დოდო გაბუნიამ მიიღეს მონაწილეობა.

🔷თვითმმართველობის წარმომადგენლებმა საბავშვო ბაღების მასწავლებლებს და აღსაზრდელებს დამდეგი ახალი წელი მიულოცეს და წარმატებები უსურვეს მათ.