🔵საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი
ღარიბაშვილის მიერ ინიცირებული პროგრამის ,,განახლებული რეგიონების“
ფარგლებში, ქალაქ ხობში ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
🔵პროექტის შესაბამისად მოეწყობა საბავშვო ატრაქციონი, სანიაღვრე
სისტემა, ველობილიკი, სტადიონი, სავარჯიშო ტრენაჟორები, დეკორატიული სკამები,
განათება, ღობე, „წყლის სოკოები“, მდინარის სანაპიროზე ჩასასვლელი კიბეები,
საფეხმავლო ბილიკები და დაიგება ფილები.
🔵სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ ილია
ბეგიაშვილმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი
გუგუჩიამ და ხობის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბუკიამ დაათვალიერეს.
🔵ცენტრალური პარკის რეაბილიტაციაზე
4 მილიონ ლარამდე დაიხარჯება და ხობის
მუნიციპალიტეტს კიდევ ერთი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოწყობილი
რეკრეაციული ადგილი შეემატება.
🔵 სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს
,,არბა“ ახორციელებს.