წარმატებულ სპორტსმენთა დაჯილდოება გაიმართა

 

🔷 ხობის კულტურის სახლის ფოიეში, ხობის მუნიციპალიტეტის 2021 წლის წარმატებულ სპორტსმენთა და მწვრთნელთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

🔷 ღონისძიებაზე სპორტსმენთა ასპარეზობის ამსახველი ფოტო-ვიდეო კოლაჟის ჩვენება შედგა.

🔷 მერმა დავით ბუკიამ, ხობელ სპორტსმენებს და მათ მწვრთნელებს დამდეგი ახალი წელი მიულოცა და ხობის მუნიციპალიტეტის სახელით ადგილობრივ და საერთაშორისო პირველობებზე წარმატებით ასპარეზობისთვის მადლობა გადაუხადა.

🔷 საერთაშორისო პირველობების გამარჯვებულ და პრიზიორ სპორტსმენებს და მათ მწვრთნელებს პირად საბანკო ანგარიშზე თანხა ჩაერიცხებათ, ხოლო საქართველოს პირველობებზე წარმატებით მოასპარეზე სპორტსმენებს საჩუქრები გადაეცათ.

🔷 ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე, მწვრთნელები და სპორტსმენები ესწრებოდნენ.