ბენეფიციარებს სასაჩუქრე პაკეტები გადაეცათ

✅ხობის მუნიციპალიტეტის უმწეოთა სასადილოს ბენეფიციარებს ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით შეძენილი სასაჩუქრე პაკეტები გადაეცათ.

✅ბენეფიციარებს დამდეგი შობა-ახალი წელი ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან ქავთარაძემ, ხობის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ რევაზ ზაქარაიამ და მერის მოადგილემ დავით ბერაიამ მიულოცეს.

✅„სოციალურად დაუცველი და ეკონომიკურად შეჭირვებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების და ხელშეწყობის მუნიციპალური პროგრამის“ ფარგლებში შეძენილი ნობათი სამოცმა ოჯახმა მიიღო.

✅ბენეფიციარებმა წინა წლების მსგავსად სადღესასწაულო საჩუქრები, ტრადიციულად „შავი ზღვის ტერმინალისგანაც“ მიიღეს.