კარიერული წინსვლა - ანა წულაია ოლიმპიაში ითამაშებს

 2021 წელი საქართველოს ქალთა ლიგისთვის გამორჩეული იყო. ჩემპიონი „ლანჩხუთი“ გახდა, მაგრამ გულშემატკივრებს თავი სხვა გუნდებმაც დაამახსოვრეს. ერთ-ერთი ასეთი ხობის „კოლხეთი“ იყო, რომელმაც სეზონი მესამე ადგილზე დაასრულა და მიმდინარე წლის აღმოჩენა იყო.

ხობელთა უდავო ლიდერი და კაპიტანი ანა წულაია გახლავთ. CrystalSport-ის მოპოვებული ინფორმაციის მიხედვით, 18 წლის ნახევარმცველი საფეხბურთო კარიერას ბულგარეთის კლუბ „ოლიმპიაში“ გააგრძელებს. წულაიამ 2-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. ეს ინფორმაცია CrystalSport-ს თავად ფეხბურთელმაც დაუდასტურა.

წყარო: https://www.crystalsport.ge/news/39289?fbclid=IwAR3em7p4Xf1AGnNd4bXkN-XpzGMTNO4_804DcRX229m6NFAwpCDSEZ3M0mk

 „ოლიმპიას“ მწვრთნელი ალბენა ტოდოროვა სოციალურ ქსელში დამიკავშირდა. ჩემით იყო დაინტერესებული და მთხოვა მისთვის რაიმე ვიდეო გამეგზავნა, რომელშიც ჩემი თამაში იქნებოდა აღბეჭდილი. შემდეგ მკითხა მსურდა თუ არა საზღვარგარეთ თამაში. რეალურად ამის სურვილი ყოველთვის მქონდა.

ეს ამბავი სექტემბერში გადაწყდა. ხობის დატოვება ადრეც შემეძლო, თუმცა შუა სეზონში ჩემი გუნდი არ მივატოვე და ღირსეულად დავასრულეთ სეზონი.