გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

    ხობის მუნიციპალიტეტის ძველი ხიბულის ადმინისტრაციულ ერთეულში ყველა შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს, საერთო ჯამში ბეტონის საფარი 13 კილომეტრზე დაიგება. მოეწყობა სანიაღვრე არხები, ხიდები და მილხიდები.
პროექტს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს. აქამდე გზების ამ მონაკვეთებზე მხოლოდ გრუნტის საფარი იყო. სამუშაოების ჯამური ღირებულება 9 მილიონ ლარზე მეტია.
    მიმდინარე სამუშაოებს სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია და ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია გაეცნენ.
ძველ ხიბულაში ასევე მიმდინარეობს წყალმომარაგების სამუშაოები. დასრულდა სოფლის დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა და გაზიფიცირება.
გარდა ამისა სოფელ ძველ ხიბულაში ფონდმა „ქართუმ“ საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას მემორიალური სახლის და სამონასტრო კომპლექსის მშენებლობა დაასრულა. ქართუმვე სოფელში ახალი საბავშვო ბაღიც ააშენა. მემორიალური სახლის რეაბილიტაციის, სამონასტრო კომპლექსის და საბავშვო ბაღის მშენებლობის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა 2019 წელს, ხიბულაში სტუმრობის დროს განაცხადა.

https://www.facebook.com/media/set?vanity=KhobiMunicipality&set=a.4825968740799330