
ახალგაზრდული მუშაკების ეროვნული ფორუმის დასკვნით ნაწილში წლის ახალგაზრდული მუშაკების დაჯილდოება გაიმართა.
გამარჯვებული 11 ახალგაზრდული მუშაკი, რომელთა შორის ხობელი ანი ბუკიაა 5 დღიანი სასწავლო ვიზიტით ევროპაში გაემგზავრება.

დაჯილდოებაში მონაწილეობა შეეძლოთ საქართველოს 10 რეგიონსა და თბილისში მცხოვრებ პრაქტიკოს ახალგაზრდულ მუშაკებს, რომელებსაც აქვთ ახალგაზრდებთან არაფორმალური განათლების მეთოდოლოგიის გამოყენებითა და ახალგაზრდული საქმიანობის პრინციპებით მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება.