,,ჯეგეთა’’ (ფოტო + ვიდეო)

 

,,ჯეგეთას’’ წმ. გიორგის სახელობის სალოცავი არქიტექტურული კომპლექსია.  მდებარეობს სოფელ ხეთაში ურთას მთის ყველაზე მაღალ მწვერვალზე. იგი შედგება წმ. გიორგის სახელობის პატარა სამლოცველოსაგან, პალატისა და სხვა ნაგებობათა ნაშთებისაგან. მანძილი ხობიდან 16 კილომეტრია. აქ შეინიშნება ანტიკური და ფეოდალური ხანის არტეფაქტები. აქვე მრავალი მღვიმე და ვეტიკალური შახტია. აქედან ხელისგულივით მოჩანს კოლხეთის ბარი, შავი ზღვა, კავკასიონი. სატაძრო დღესასწაულია 23 აპრილი-გიორგობა (6 მაისი) ამ დღეს აქ მრავალი ადამიანი იკრიბება. ძველად მომლოცველები ამ დღეს სალოცავს შუბებს სწირავდნენ. ჯეგეთას სალოცავის შესახებ ნიკო მარის მიერ ჩაწერილი ხალხური გადმოცემით აქ ეკლესიაში წმ. გიორგის შუბი ინახებოდა. აქვე ყოფილა დიდი რკინის მშვილდი, რომელშიც მლოცველებს ატარებდნენ. ხალხს სწამდა, რომ ვინც მშვილდში გაივლიდა ის ცოდვებისგან იწმინდებაო. ამ სალოცავს უკავშირდება ,,გადმოცემა ქვის ქალზე’’, რომლის მიხედვითაც ყმაწვილ ქალ-ვაჟს ერთმანეთი ჰყვარებიათ, ვაჟი მტერთან ბრძოლაში დაღუპულა, მწუხარების გამო ქალი გაქვავებულა.

წიგნიდან: „ხობის მუნიციპალიტეტი’’ გოგიტა ჩიტაია  2019 წ.

ფოტო ირაკლი შონია 2021

 

“Jegeta”

The St. George Shrine of Jegeta is an architectural complex situated in the village Kheta, on the highest peak of the mountain Urta. It consists of St. George's small chapel, the remains of the chamber and other buildings. The distance from Khobi to Jegeta is 16 km. The artifacts of ancient and feudal ages are present here as well as many grottos and vertical shafts. From here you will find best view of Colchis Lowland, Black Sea and Caucasus. The feast “Giorgoba” (St. George’s day) takes place here on April 23(May). On this day many people gather here. On this day the pilgrims of ancient times used to sacrifice spears to the shrine. According to the folk narrations recorded by Niko Marr St. George’s spear was kept here. There was also a large iron bow through which pilgrims were passing.People believed, that those who passed through the bow would be cleansed from their sins. This shrine relates to "Story about stone woman" saying that young boy and girl loved each other, the boy had died in the battle against the enemy and because of her griefgirl became a stone.

book „Municipality of Khobi’’- Gogita Chitaia/ 2019

«Джегета»

Церковь Святого Георгия в «Джегета»-архитектурный комплекс. Расположен в деревне Хета на самой высокой вершине горы Урта. Комплекс состоит из церкви Святого Георгия и остатков палаты и других строений. Расстояние от Хоби 16 километров. Здесь наблюдаются артефак-ты античной и феодальной эпохи. Здесь же есть множество пещер и вертикальных шахт. Отсюда, как на ладони видны Колхидская низменность, Чёрное море, Кавказские горы. Церковный праздник-23 апреля-Гиоргоба (6 Мая)(День Святого Гиоргия). В этот день здесь собирается много людей. Раньше, в этот день молящиеся жертвовали церкви копья. В записях Нико Мари о церкви Джегета, по народному преданию здесь хранится копьё Святого Георгия. Здесь же был большой железный лук, сквозь который проводили молящихся. Люди верили, что тот, кто пройдёт сквозь этот лук, очистится от грехов. С этой церковью связано «Предание о каменной женщине», по которому юноша и девушка любили друг друга, юноша погиб в бою с врагом, а девушка от горя окаменела.

Кни́га „Хобский Муниципалитет“- Гогита Читаиа-2019 г.

Photo by Irakli Shonia