ზემო ქვალონის წმ.გიორგის სახელობის ტაძარზე ჯვარი აღიმართა.
ჯვარი მღვდელმა თევდორემ (ბასილაიამ) და დიაკონმა მირიან ბაძაღუამ აკურთხეს. ღვთისმსახურებას ადგილობრივი მოსახლეობა დაესწრო.
წმიდა გიორგობის დღესასწაული, 23 ნოემბრის დღეს, გაორმაგებული სიხარულით აღნიშნა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ქვალონის მოსახლეობამ.
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის, მაღალყოვლადუსამღვდელოესი გრიგოლის კურთხევით, აქ, სოფელ ზემო ქვალონში, წმინდა გიორგის სახელობის განახლებული (აღდგენილი) ტაძრის თავზე კვლავ აღიმართა ჯვარი ნიშნად სიცოცხლის გამარჯვებისა.
ახალი სიხარული, ახალი სიცოცხლე, ეს არის დიგი ნუგეშის მომცემი ერისთვის, რომელმაც ქრისტესთვის ჯვარცმის გზა აირჩია, რათა თანაზიარ ექმნას მომავალ ბრწყინვალე აღდგომასა შინა.
https://www.facebook.com/poti.pazisi.eparqia/videos/683077269325423