კულტურული ცხოვრების ქრონიკა

 


14-19 დეკემბერს ბაკურიანში გაიმართა  მესამე შემოქმედებითი ფესტივალი ,,მზიანი საქართველო" (ფესტივალის დირექტორი თეა დავითაია. შემოქმედთა ასოციაცია ,,რევერანსის" ხელმძღვანელი ბესო ლომსაძე, წამყვანი ხვიჩა ახალაია), სადაც  მონაწილეობა მიიღეს და მაყურებლის წინაშე წარსდგნენ ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებრივ ცენტრთან არსებული თოჯინების თეატრი სპექტაკლით ,,სამი მეგობარი". 

ხელმძღვანელი და რეჟისორი მანანა შამათავა, ტექნიკური რეჟისორი ანჟელა ქანთარია, ოპერატორი ბადრი ალანია, მხატვარი ირა სიხარულია, ქორეოგრაფი თენგიზ ჩიტაია.

მონაწილეობდნენ:

1. მანანა შამათავა;

2. მარინა ჯღარკავა; 

3. ნინო ქარჩავა;

4. თენგიზ ჩიტაია;

5. ბადრი ალანია.

ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი ,,ფანტელის" ჟიურის გადაწყვეტილებით დიპლომებით დაჯილდოვდა ფესტივალის ყველა მონაწილე.

ნომინაცია: სამოყვარულო თოჯინური ხელოვნების განსაკუთრებული სიყვარულისთვის, ხოლო ნომინაცია ფესტივალის წარმატებული დებიუტისთვის ,,თეატრი".



ფესტივალის განსაკუთრებული მხარდაჭერისთვის დიპლომებით დაჯილდოვდნენ ხობის მუციპალიტეტის მერი დავით ბუკია, მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ელისო კვიკვინია, კულტურის ცენტრის დირქტორი კობა კობახიძე. 

ფესტივალმა სრული ანშლანგით ჩაიარა.

დასასრულს ფესტივალის მონაწილეებმა მეგობრობის ნიშნად ბაკურიანის ტყე-პარკს სიმბოლურად ერთი ხე შემატეს. 

ღონისძიება ულამაზესი ფეიერვერკებით დასრულდა.