ხეთაში მთავარანგელოზობა აღნიშნეს 21.11.21 (ფოტო და ვიდეო ირაკლი შონია)

 

21 ნოემბერს მსოფლიო მართლმადიდებლური ეკლესია მთავარანგელოზობის დღესასწაულს აღნიშნავს. 
დღეს სადღესასწაულო ლიტურღია ხობის მუნიციპალიტეტის ხეთის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე მთავარანგელოზ მიქაელისა და გაბრიელის სახელობის ტაძარში,  ტაძრის წინამძღვარმა დეკანოზმა ცოტნემ, (ბიწაძე) მამა ანტონთან (შავლიაშვილი) ერთად აღავლინა. 

სადღესასწაულო წირვას ხობის მუნიციპალიტეტის,  ახალარჩეული მერი დავით ბუკია ოჯახთან ერთად  ესწრებოდა. 

 წირვის დასასრულს დეკანოზმა ცოტნემ ქადაგებით მიმართა მრევლს და მთავარანგელოზობა მიულოცაა.