სამეგრელოში საკონცერტო ტურნეს ფარგლებში, ხობის ცენტრალურ პარკში, მგალობელ-მომღერალთა ანსამბლ ,,დიდგორის“ კონცერტი გაიმართა.
ფოლკლორული ანსამბლი ადგილობრივი მაყურებლის წინაშე ქართული ხალხური სიმღერებითა და საგალობლებით წარსდგა.
14 ოქტომბერს, 12:00 საათზე, წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვლების ტაძრის ეზო და 16:00 საათზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელი ჩხორია – ეთნოსოფელი „სისატურა“.
15 ოქტომბერს, 15:30 საათზე, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი სოფელი ახუთი, კუხალაშვილების ოდა.
16 ოქტომბერს, 12:00 საათზე, აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელი ონტოფო და, 17:00 საათზე, ფოთი, მალთაყვა, კოლხეთის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრის ეზო.
17 ოქტომბერს, 13:00 საათზე, მარტვილის მონასტრის ეზო და 17:00 საათზე სენაკი, ნოქალაქევის არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალის ეზო.
პროექტის მხარდამჭერებიარიან – საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო და კომპანია „გალფი“.
კონცერტებზე დასწრება თავისუფალი იქნება.