ა(ა)იპ „სოფლის განვითარების სააგენტოს“ - ხობის საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის თანამშრომლებმა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებსა და მასში შემავალ სოფლებში გასვლითი საინფორმაციო შეხვედრები განაახლეს.
მიმდინარე წლის 6 ოქტომბერს საექსტენციო მომსახურების პრინციპით შეხვედრები გაიმართა სოფელ ქარიატაში წარმატებული ფერმერის ბ. წულაიას სათბურში, სადაც ფერმერს სასათბურე პირობებში სუფრის ყურძენი მოჰყავს. ფერმერმა აღნიშნა, რომ ყურძნის ეს ჯიში განსაკუთრებით მგრძნობიარეა დაბალი ტემპერატურის მიმართ და 0-1 გრადუსზეც კი მცენარე ხმება. ყურძენს ახასიათებს ძლიერი ზრდა-განვითარება და მაღალი მოსავლიანობა, სრულ სიმწიფეში შედის ოქტომბრის ბოლოს და გამძლეა სოკოვან დაავადებათა მიმართ. ფერმერს სახელმწიფო პროგრამა „დანერგე მომავლის“ - კენკროვნების ქვეკომპონენტის ფარგლებში გაშენებული აქვს ჟოლოს ბაღი, სადაც მიმდინარე წელს პირველი მოსავალი მიიღო. ფერმერი ასევე დაკავებულია მესაქონლეობით.
ცენტრის სპეციალისტებმა ფერმერს მიაწოდეს ინფორმაციები ყურძნისა და ჟოლოს მავნებელ-დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიბების, მეცხოველეობაში ჯიშობრივი გაუმჯობესების (ხელოვნური განაყოფიერება) სურსათის (რძის პროდუქტების არაორგანიზებული და ორგანიზებული წარმოება) და სახელმწიფო პროგრამების შესახებ.
შეხვედრები გაგრძელდება წინასწარ შედგენილი გრაფიკის მიხედვით და ხობის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში გაიმართება.