✅ხობის მუნიციპალიტეტის ჭალადიდის, შავღელეს, ძველი ხიბულის და ახალი ხიბულის ადმინისტრაციულ ერთეულებში სტიქიის (ძლიერი ქარი) შედეგად დაზარალებულ ოჯახებს სამშენებლო მასალები გადაეცათ.
✅მასალების გადაცემის პროცესს ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია, მერის მოადგილესთან მახარე ჩოკორაიასთან ერთად გაეცნო.
✅ხობის მუნიციპალიტეტის მერიამ დაზარალებულ 20 ოჯახს 189997 ლარის ღირებულების მასალები გადასცა.
✅მიმდინარე წლის სექტემბერში ხობის მუნიციპალიტეტში ძლიერმა ქარმა დააზიანა საცხოვრებელი სახლები, ელექტრო გადამცემი ხაზები და მოგლიჯა ხეები.