საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ხობში, მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატს დავით ბუკიას, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელს და მხარდამჭერებს შეხვდნენ. ინფორმაციას პარტიის “ქართული ოცნება” პრესსამსახური ავრცელებს.
შეხვედრას ხობის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ხახუბია, უმრავლესობის წევრი დაჩი ბერაია, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი და სახელმწიფო რწმუნებული სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში გიორგი გუგუჩია ესწრებოდნენ.
დღესვე შეხვედრები გაიმართება სენაკსა და ფოთში.