ხობის კულტურის სახლის დიდ დარბაზში, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ჯგუფ ,,ქუჩის ბიჭების" კონცერტი გაიმართა.
პროექტი კულტურის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება, რომელიც რეგიონებში კულტურული ცხოვრების გააქტიურებას, კულტურაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას და ქართველ ხელოვანთა შემოქმედებითი საქმიანობის ხელშეწყობას ემსახურება.