14 ოქტომბერს პაატა თათარიშვილის სახელობის ცენტრალურ სტადიონზე ჩატარდა მატჩი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მესამე ლიგის გუნდებს შორის. ხობის „კოლხეთმა“ უმასპინძლა ტყიბულის „მეშახტეს“.
მატჩის დაწყებამდე ფეხბურთელებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას .
მიუხედავად დაძაბული და საინტერესო შეხვედრისა პირველი ტაიმში ანგარიში არ გახსნილა, ხოლო მეორე ტაიმში პირველი გოლი 71-ე წუთზე ახალგაზრდა ფეხბურთელმა დემეტრი ჭითაშვილმა გაიტანა სტუმართა კარში, ზუსტად 6 წუთში მეორე და მატჩის საბოლოო გოლი ძალიან ეფექტურად-პროფესიონალურად შეასრულა უკვე გამოცდილმა ფეხბურთელმა ირაკლი ქობალიამ.
„კოლხეთმა“ ამ გამარჯვებით თავის სატურნირო ცხრილში მეცხრე ადგილიდან მეექვსეზე გადაინაცვლეს.
შემდეგი მატჩი 21 ოქტომბერს ქ.თბილისში ვარკეთილის საფეხბურთო ცენტრში გაიმართება, ხობის „კოლხეთს“ მეოცე ტურზე ს.კ „ვარკეთილი“ უმასპინძლებს.