წარმატებული ხობელი ახალგაზრდა ნინო ბუბუტეიშვილი დაიბადა ქალაქ ხობში. სწავლობდა ქ. ხობის N2 და ქ. თბილისის N112 საჯარო სკოლებში.
ნინო ბუბუტეიშვილი ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის ინგლისურენოვანი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტია. ნინომ, მადრიდის ავტონომიურ უნივერსიტეტსა (ესპანეთი) და ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტს შორის გაფორმებული შეთანხმების ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა და მადრიდის ავტონომიური უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა.
მადრიდის ავტონომიური უნივერსიტეტი დაარსდა 1968 წელს და მდებარეობს მადრიდის ჩრდილოეთ ნაწილში. მისი მთავარი კამპუსი, კანტობლანკო მდებარეობს ქალაქების ალკობენდასი, სან სებასტიან დე ლოს რეიესისა და ტრეს კანტოსის მახლობლად. უნივერსიტეტი არის ესპანეთის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი უმაღლესი სასწავლებელი.
წარმატებებს ვუსურვებთ ნინო ბუბუტეიშვილს!
წარმატებებს ვუსურვებთ ნინო ბუბუტეიშვილს!