„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ხობის მერობის კანდიდატი დავით ბუკია, პარლამენტის წევრთან დაჩი ბერაიასთან და მერთან გოჩა ქაჯაიასთან ერთად საჯიჯაოს მოსახლეობისთვის აქტუალურ საკითხებს გაეცნო და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
საჯიჯაოში „ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლიდან დღემდე არაერთი პროექტი განხორციელდა მათ შორის:
✅ ჯაპიშაქარში გაკეთდა ნაპირსამაგრი და ხიდი
✅ დაიგო ბეტონის საფარი.
✅ აშენდა 6 ახალი ავტობუსის მოსაცდელი
✅ სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა საჯიჯაოს საბავშვო ბაღს
✅ ქვედაზენის უბანში დაიგო ასფალტი
✅ საჯიჯაოს N1 საჯარო სკოლის სპორტ დარბაზს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა და გადაიხურა სკოლა
✅ რეაბილიტირდა ამბულატორია
✅ რეაბილიტირდა ხობი-საჯიჯაოს დამაკავშირებელი ცენტრალური ხიდი
✅ გარე განათება მოეწყო, ზენში,ზუბში და ჯაპიშაქრში.
✅ გაღმა საჯიჯაოში სასაფლაომდე მისასვლელ გზაზე დაიგო ბეტონის საფარი.
✅ საჯიჯაოში სპორტ დარბაზს გადაეცა სპორტული ინვენტარი
✅ სოციალურად დაუცველ 10 ოჯახს სრულად დაუფინანსდა სახლის გადასახური მასალის საფასური
✅ ჯაპიშაქარში მოეწყო გარე განათება
✅ სრულად რეაბილიტირდა საჯიჯაოს კულტურის სახლი
🔷 მიმდინარეობს გაღმა საჯიჯაოს გზის და ჯაპიშაქარი ნარაზენის გზის რეაბილიტაცია.
სოფლის მოსახლეობის თხოვნა ახლო მომავალში გაზიფიცირების სამუშაოების დაწყებაა.
შეხვედრას ამომრჩევლებთან ერთად მოკრივე, საჯიჯაოს მკვიდრი, ევროპის ჩემპიონი ანი ხუნჯუაც ესწრებოდა.