საგვიჩიო, ხობის მუნიციპალიტეტი


ხობის მუნიციპალიტეტი

საგვიჩიოს ადმინისტრაციული ერთეული

ფართობი - 1921 ჰა. მოსახლეობა - 644 ადამიანი. საგვიჩიო (სოფლის ცენტრი) მანძილი მუნიციპალიტეტის ცენტრიდან - 20 კმ.

საგვიჩიო თავის დროზე გვიჩიების გვარის წარმომადგენლებ სდაუარსებიათ. სოფელი მდებრეობს ოდიშის დაბლობზე, ზღვის დონიდან 5 -ის სიმაღლეზე. მუნიციპალიტეტის ცენტრიდან დაშორებულია 20 კმ-ით.

ადგილობრივთა  გადმოცემით  ორასი თუ სამასი წლის წინ სვანეთიდან ჩამოსულან ძმები გვიჩიანები. ერთი რიონის გაღმა, მეორე კი გამოღმა დასახლებულა. მათმა შთამომავლებმა  შექმნეს ორი სოფელი მდინარე რიონის მარცხენა ნაპირზე, რომელიც სენაკის მუნიციპალიტეტის  შემადგენლობაში  შედის და მარჯვენა ნაპირზე, რომელიც ხობის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაშია.

1990 წლამდე საგვიჩიო ქვემო ჭალადიდის შემადგენლობაში შედიოდა, ამ წელს კი ცალკე სასოფლო საბჭოდ გამოცხადდა. სოფელში მოქმედებს საჯარო სკოლა, რომელიც 1938 წელს ვლადიმერ გვიჩიას ინიციატივით დაარსებულა, პირველი დირექტორიც ის ყოფილა.

მოსახლეობის ძირითადი საქმიანობა მესაქონლეობა და მემარცვლეობაა.

სოფლის ტერიტორიაზე ფიქსირდება საინტერესო ტოპონიმები: ლეკიში - დანალექი რიონის პირზე, მერია - ნარიონალი, მუხური - უბანი, ნადოხორუ - სახნავი, ნოსქალენი - ნაფუტკრალი, ობერგული - ტყე, ომუსკური - სახნავი, ცია - მდინარე, ჭყონიშ ჯინჯი - ტყე (ჭყონი მუხას ნიშნავს მეგრულად), ადრე აქ ლოცულობდნენ და შესაწირავი მოჰქონდათ.

ადრე სოფელში გვიჩიებთან ერთად ცხოვრობდნენ ცანავები, ხონელები, ჭოჭუები, მაქაცარიები...  ამჟამად საგვიჩიოში ცხოვრობს 38 გვარის 250 კომლი, სულ 644 ადამიანი. გავრცელებული გვარებია: გვიჩია, შუბითიძე, მეგრელიშვილი, გოგატიშვილი, გოგოლაძე, ხარშილაძე, ხარაიშვილი, ტაბატაძე, სულამანიძე, გელაშვილი, შამანაძე, კაჭარავა, ბარკალაია, ჩაჩიბაია,კილაძე, მოსიაშვილი ...

საგვიჩიოშიმე-20-ესაუკუნის 50-იან წლებში დასახლდა იმერეთიდან, კერძოდ საჩხერის რაიონის მცხოვრებლები. ამ მოსახლეობის ადაპტაციაში უდიდესი წვლილი შეიტანა არისტრახო გვიჩიამ,რომელიც იმ დროს კოლმეურნეობის თავმჯდომარე იყო.

სოფლის სასაფლაოზე დგას ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია, რომელიც გასული საუკუნის 90-იანი წლების მეორე ნახევარში ამ სოფლის მკვიდრის, ამჟამად რუსეთში მოღვაწე მარიამ გვიჩიას თაოსნობითა და ფინანსური შემწეობით აშენდა.

ამ სოფლის მკვიდრი ცოტნე ბიწაძე ხეთის წმ. მთავარანგელოზთა სახელობის ტაძრის მოძღვარია.

საგვიჩიოელი იყო სპორტის ოსტატი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში რომან გულიაშვილი. ფეხბურთელი იგორ გოგოლაძე საქართველოს ჭაბუკ ფეხბურთელთა ნაკრების კაპიტანი იყო, მისი ვაჟი საქართველოს რაგბის 18-20 წლამდელთა ნაკრების წევრი გიორგი გოგოლაძე, ამჟამად საფრანგეთის ქალაქ ორიაკირაგბის კლუბში თამაშობს.

საგვიჩიოელი ჯარისკაცი კობა შუბითიძე საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლას შეეწირა, იგი სამაჩაბლოში 2004 წელს დაიღუპა, საგვიჩიოში ყოველი წლის აგვისტოს თვეში ფეხბურთში კობა შუბითიძეს სახელობის ტურნირი იმართება. კობა შუბითიძის ძმა პაატა შუბითიძე სამხედრო ჩინით პოლკოვნიკი მუშაობდა სხვა და სხვა მაღალ სამხედრო თანამდებობებზე, თავდაცვის ძალების ლოჯისტიკის სარდლობის ლოჯისტიკის ცენტრის (დასავლეთი) უფროსია.

საგვიჩიოდან იყო პროფესორი იაშა შუბითიძე, რომელიც საქართველოს ზოოვეტერინალურ ინსტიტუტში მოღვაწეობდა.

რობერტი გვიჩია 2002 - 2005 წლებში იყო ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ასოცირებული თავმჯდომარე, ხოლო 2005 - 2009 წლებში ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი.

    საგვიჩიოელები ხობის მუნიციპალიტეტის ცხოვრებაში აქტიურ მონაწილეობას იღებენ-შრომობენ, იღწვიან, არიან კარგი მასპინძლები და რაც მთავარია მომავალს დიდი იმედით შეჰყურებენ!


ფილმის ავტორები; გოგიტა ჩიტაია, ირაკლი შონია, ლევან ჯობავა

https://khobi-info.blogspot.com/2019/01/blog-post_15.html