პარტია ,,საქართველოსთვის,, ხობის მერობის კანდიდატის ბადრი ჯობავას მიმართვა

 


ჩემო ხობელებო!

ჩემთვის უდიდესი პატივი და პასუხისმგებლობაა ვიყო ხობის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი. ჩემი თვითმიზანი არასდროს ყოფილა თანამდებობები, რაც არაერთხელ ჩემი საქციელითაც დამიმტკიცებია. მხოლოდ პარტია „საქართველოსთვის“ სლოგანმა „ვერთიანდებით საქართველოსთვის და არავის წინააღმდეგ“ გადამაწყვეტინა აქტიურად ჩავრთულვიყავი საარჩევნო მარათონში.

მართლაც ყოველთვის მიუღებელი იყო და არის მოქალაქეებს შორის არსებული დაპირისპირება, საზოგადოების დაყოფა „ჩვენებად და მტერებად“. რასაც თავიანთი ქმედებით, თუ უმოქმედობით პოლიტიკოსები ხელს უწყობენ, როგორც მაღალ ეშელონებში ასევე ქვედა რგოლში. 

ხობი! არასოდეს ყოფილა საშუალება მიზნის მისაღწევად.

ხობი - იყო არის და ყოველთვის იქნება ჩემი სულის ნაწილი. ადგილი სადაც დავიბადე, გავიზარდე გავატარე ჩემი შეგნებული ცხოვრება, ადგილი სადაც იზრდებიან ჩემი შვილები და ღებულობენ იმ სიყვარულს, რაც მე დღემდე მასაზრდოვებს. ყოველთვის ვცდილობდი წვლილი შემეტანა ხობის აღმშენებლობის საქმეში.

ასევე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ჩემს კონკურენტებსაც არანაკლები სიყვარული და პატივისასცემა გააჩნიათ ხობისა და ხობელების მიმართ. მინდა მივმართო მათ: 

მეგობრებო! მოდით გადავდოთ პირადი ინტერესები, მივცეთ ხობელ ამომრჩეველს თავისუფალი არჩევანის უფლება, ნუ ვიმოქმედებთ პრინციპით „მიზანი ამართლებს საშუალებას“ ხელს ნუ შევუწყობთ ხობის დაყოფას მოწინააღმდეგე ბანაკებად.

გავითვალისწინოთ! დადგება დრო, როდესაც მოგვიწევს ცხოვრება ერთმანეთის გვერდიგვერდ ყოველგვარი სტატუსებისა და რეგალიების გარეშე.  იმედია ჩვენს მიერ ჩატარებული არჩევნებით გავხდებით მაგალითი სხვებისთვის. ჩემის მხრივ გპირდებით, რომ ჩვენს შორს ვიქნებით სიძულვის ენისგან, ოპონენტების გაშავებისგან, ჩვენ გავიმარჯვებთ არა ერთმანეთზე არამედ საქართველოსთვის, უკეთესი ხობისთვის. 

  მეიმედებით ხობელებო

გამარჯვება 🇬🇪 #საქართველოსთვის

https://m.facebook.com/story.php?story_fbid=1931884720322250&id=100005022213916