ძლიერმა წვიმებმა ქ.ხობის და რამოდენიმე სოფლის მოსახლეობა დააზარალა

 


ძლიერმა წვიმებმა ქ.ხობის და რამოდენიმე სოფლის მოსახლეობა დააზარალა

ხობის მუნიციპალიტეტის ზოგიერთ ადმინისტრაციულ ერთეულში ძლიერი წვიმის შედეგად ეზოები დაიტბორა. წყალი რამდენიმე სახლის პირველ სართულზეც შევიდა.

ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახურის ჯგუფები. ხობში ამ წუთებშიც კოკისპირულად წვიმს.

სტიქიით გამოწვეული ზარალის მოცულობას შესაბამისი კომისია ითვლის. მერიის ინფორმაციით, დაზარალებული ოჯახები ხელისუფლებისგან შესაბამის დახმარებას მიიღებენ.