"ნაციონალური მოძრაობის" ხობის მერობის კანდიდატი ბესო შენგელია საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელთან თენგო სანაიასთან და ახალგაზრდებთან ერთად ქალაქში, ადგილობრივებს შეხვდა, პრობლემები მოისმინა და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრეს.
მოსახლეობის თქმით, ხობში ბევრი პრობლემაა, რომელიც "ქართული ოცნების" 9-წლიანი მმართველობის მიუხედავად ხელისუფლებამ ვერ და არ მოაგვარა.
ადგილობრივების თქმით, სიდუხჭირე, უმუშევრობა, კორუფცია და სხვა უამრავი პრობლემა მოსახლეობას მძიმე ტვირთად აწევს.
ბესო შენგელიამ მათ ხობის განვითარების გეგმები და ხობელების უკეთესი მომავლისთვის საჭირო და აუცილებელი ღონისძიებები გააცნო. მოსახლეობა მერობის კანდიდატს და მის შეხედულებებს პოზიტიურად შეხვდა, შენგელიას წარმატებები უსურვეს და იმედი გამოთქვეს, რომ 2 ოქტომბერს ხობში, ისევე როგორც მთელ ქვეყანაში აღორძინების პერიოდი დაიწყება.
წყარო:

