ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შავღელეში ძლიერმა ქარმა 12-მდე სახლს სახურავი მთლიანად გადახადა.დაზარალებული მოსახლეობა აცხადებს, რომ ღამის გასათევი არა აქვს და დახმარებას ითხოვს.
მერიის შესაბამისი სამსახურები ადგილზე იმყოფებიან და არსებულ მდგომარეობას ეცნობიან.
„ღია ცის ქვეშ არც ერთი დაზარალებული არ დარჩება, მოხდება მათი გადანაწილება სხვადასხვა ოჯახში. ასევე უკვე შექმნილია კომისია, რომელიც მიყენებულ ზარალს დაითვლის და მოსახლეობას გაეწევა შესაბამისი დახმარება“, - განუცხადა ,,ხობი ინფოს“ მერის მოვალეობის შემსრულებელმა მახარე ჩოკორაიამ.