ახალსოფელში ვაქცინაცია მიმდინარეობს

 

ხობის მუნიციპალიტეტში, covid 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. ქ. ხობის სამედიცინო ჰოსპიტალის კორპორაცია ,,ევექსის“ სპეციალურად გადამზადებული სამედიცინო ჯგუფი, დღეს ახალსოფლის ადმინისტრაციულ ერთეულში გავიდა. მოსახლეობის ვაქცინაცია ადგილზე რეგისტრაციით მიმდინარეობს.

ადმინისტრაციული ერთეულების ამბულატორიებში ყველა პირობაა შექმნილი ადგილზე მოქალაქეთა უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინაციისთვის. მოქალაქეები იცრებიან ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ვაქცინებით.
ადმინისტრაციულ ერთეულებში ვაქცინაცია ამჯერად სინოფარმისა და სინოვაკის ვაქცინითაა შესაძლებელი.
მოქალაქეებს, რომლებსაც ვაქცინის გაკეთება სურთ, მთელი დღის განმავლობაში შეუძლიათ იმუნიზაცია.
17 აგვისტოს, სამედიცინო ჯგუფი საგვიჩიოს ადმინისტრაციულ ერთეულში ჩაატარებს ვაქცინაციას.