ლევან ქავთარაძეს მიმართვა ხობელებსა და მეგობრებს პირად ფეისბუქ გვერდზე

  


პოლიტიკური პარტია „ ქართული ოცნების“ გუნდის  მიერ ქალაქ ხობის მაჟორიტარობის  და ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად წარდგენილი ლევან ქავთარაძეს მიმართვა ხობელებსა და მეგობრებს პირად ფეისბუქ გვერდზე;

ძვირფასო ხობელებო,  ჩემო მეგობრებო, მინდა გაცნობოთ  „ ქართული ოცნების“ გუნდის  გადაწყვეტილებით, წარდგენილი ვარ ქალაქ ხობის მაჟორიტარობის  და ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად. მინდა ნდობის გამოცხადებისთვის,  მადლობა გადავუხადო პარტიის ხელმძღვანელობას.ჩემთვის, უდიდესი პატივია, ვიყო იმ მუნიციპალიტეტის  საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი,სადაც დავიბადე, გავიზარდე და წლებია ვმოღვაწეობ.მინდა გითხრათ, რომ მიზნად არასდროს მქონია რომელიმე პოლიტიკურ თანამდებობაზე ყოფნა. ჩვენი ოჯახის ტრადიციიდან და პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე, მუდმივად მიწევდა და მიწევს  ხალხის სამსახურში ყოფნა, ზრუნვა ადამიანების ჯანმრთელობასა და ყოფით პრობლემებზე 24 საათიან რეჟიმში.  

მინდა დაგარწმუნოთ , რომ ხელისუფლებაში მოსვლას  არ ვაპირებ პირადი კეთილდღეობისთვის. ჩემი ერთადერთი მიზანია, რომ ხობი გახდეს უფრო კომფორტული ადგილობრივებისთვის და მეტად მიმზიდველი სტუმრებისთვის.  

იმედი მაქვს, რომ მე და ჩვენს გუნდს  ნდობას გამოგვიცხადებთ, ერთობლივი ძალისხმევით  კი შევქმით უკეთეს ხვალინდელ დღეს.

მე მჯერა თქვენი თანადგომის!

წერს ლევან ქავთარაძე

წყარო; https://www.facebook.com/100001599120325/posts/4724306090965982/