ხობის კულტურის სახლის დიდ დარბაზში, ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი ხახუბიამ, საქართველოს პარლამენტის წევრმა ირაკლი (დაჩი) ბერაიამ, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ, მოადგილე ნინო ვიბლიანმა და პარტია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” რეგიონალურ კოორდინატორმა დავით გვიშიანმა, ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ხობის მერობის კანდიდატი დავით ბუკია, გუნდის წევრებს წარუდგინეს.
პარტიის ლიდერებმა ,,ქართულის ოცნების“ მერობის კანდიდატს არჩევნებში ღირსეული გამარჯვება და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვეს.
მერობის კანდიდატმა მმართველ გუნდს და ხობელებს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა - ,,ხობის მერობის კანდიდატად, ჩემი დასახელება, ჩემთვის დიდი პატივია და ამავდროულად უდიდესი პასუხისმგებლობა, მჯერა, რომ მმართველი გუნდის მხრიდან ქვეყნისთვის და ხობის მუნიციპალიტეტისთვის ბევრი რამ გაკეთდა და მათი თანადგომით მეც საკუთარ წვლილს შევიტან ჩვენი მუნიციპალიტეტის უფრო მეტ განვითარებაში. ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ“.
დაბადების თარიღი: 24 აპრილი, 1968 წ.
დაბადების ადგილი: ხობი
განათლება:
1974-1985 - ქ. ხობის N1 საშუალო სკოლა
1985-1986 - აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იურიდიული ფაკულტეტი
1988-1992 - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იურიდიული ფაკულტეტი
1997-2001 - ქ. ფოთის დამოუკიდებელი უნივერსიტეტი - ეკონომისტის კვალიფიკაცია საბაჟო საქმის სპეციალობით
1986-1988 - სავალდებულო სამხედრო სამსახური
სამუშაო გამოცდილება:
1993-1994 - რეგიონალური სამხედრო პროკურატურა - გამომძიებელი
1994-1999 - ქ. ფოთის პროკურატურა - უფროსი გამომძიებელი
1999-2003 - ქ. ფოთის პროკურატურა - პროკურორის თანაშემწე
2003-2013 - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველო - უფროსი ინსპექტორ-გამომძიებელი
2013-2014 - საქართველოს პარლამენტი - მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს უფროსი
2014-2018 - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველო - უფროსის მოადგილე
2018-2021 - ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწე
2014 - სპეციალური წოდება - ვიცე პოლკოვნიკი




