ხობში ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

 

🔵ქალაქ ხობში ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.  ინფრასტრუქტურული პროექტის ღირებულება 3 800 665 ლარია.

🔵პროექტი სახელმწიფო პროგრამის - „განახლებული რეგიონებიფარგლებში ხორციელდება.

🔵პარკის რეაბილიტაციის პროცესს ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია და მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია გაეცნენ.

🔵პროექტის შესაბამისად მოეწყობა საბავშვო ატრაქციონი, სანიაღვრე სისტემა, ველობილიკი, სტადიონი, სავარჯიშო ტრენაჟორები, დეკორატიული სკამები, განათება, ღობე, „წყლის სოკოები“, მდინარის სანაპიროზე ჩასასვლელი კიბეები, საფეხმავლო ბილიკები და დაიგება ფილები.

🔵სამუშაოზე ოცი ადგილობრივია დასაქმებული.

🔵სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,არბა“ ახორციელებს.