პარტიამ „საქართველოსთვის“ რეგიონალური ორგანიზაცია ხობში გახსნა

 პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ გიორგი გახარიამ ხობის ოფისი პარტიის აღმასრულებელ მდივანთან ბერდია სიჭინავასთან, პოლიტსაბჭოს წევრებთან ალექსანდრე მოწერელიასთან, ანა ბუჩუკურთან, გიგა ფარულავასთან, ასევე პარტიის ახალგაზრდულ მდივანთან საბა ჯიქიძესთან ​და პარტიის წევრებთან ილია ახალაიასთან, მალხაზ თორიასთან, გეგა შენგელიასთან და ქეთი ლომიასთან ერთად გახსნა.

მათ მოსახლეობასთან შეხვედრაც გამართეს და ხობში შეკრებილ მხარდამჭერებს სამომავლო გეგმები გააცნეს.