მერი ვაქცინაციის პროცესს გაეცნო


დღეს, მასობრივი ვაქცინაცია ახალსოფლის  ადმინისტრაციულ ერთეულის ამბულატორიაში ჩატარდა.

ადგილობრივი მოსახლეობა, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით, ადგილზე რეგისტრაციის საფუძველზე, ამბოლატორიული ცენტრი შპს "პულსის“ გადამზადებულმა მედიკოსებმა  აცრეს.  გადამზადებული ჯგუფის მიერ სასოფლო ამბულატორიებში  სულ  200-მდე ადგილობრივი აიცრა.

ადმინისტრაციულ ერთეულებში ვაქცინაცია  სინოფარმისა და სინოვაკის ვაქცინითაა შესაძლებელი.

ვაქცინაციის მიმდინარეობის პროცესს ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია,  მერის პირველ მოადგილესთან ვარაზ გაბედავასთან და მერიის შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმეების სამსახურის უფროსთან შოლინა კანკიასთან ერთად გაეცნო.

ვაქცინაცია ხვალ შავღელის, ჭალადიდის და ზემო ქვალონის ადმინისტრაციულ ერთეულებში ჩატარდება.

 

#ვაქცინაგვიცავს #აიცერი #StopCovid